განბაჟება და ტერმინალის მომსახურება
ტვირთის ჩამოსვლის შემდეგ საბაჟო პროცედურები ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ — ან თავად მოაგვაროთ, თუ ბროკერი უკვე გყავთ. ორივე ვარიანტი ღიაა.
რას მოიცავს
- ტვირთის მიღება ტერმინალზე და დროებითი შენახვა;
- საბაჟო დეკლარაციისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და შემოწმება;
- საბაჟო პროცედურების წარმოება;
- ტვირთის გაცემა ან მიწოდება მითითებულ მისამართზე.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ
ინვოისი მომწოდებლისგან, შეფუთვის სია (packing list) და ხელშეკრულება ან შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტვირთის ტიპის მიხედვით შეიძლება დამატებით საჭირო გახდეს სერტიფიკატი ან ნებართვა — ამას წინასწარ შეგატყობინებთ.
გჭირდებათ ფასის გაანგარიშება?
მოგვწერეთ ტვირთის პარამეტრები — წონა, მოცულობა და საიდან იგზავნება — და მოგცემთ ზუსტ ფასს.
ხშირად დასმული კითხვები
აუცილებელია თქვენთან განბაჟება? +
არა. ეს ცალკე სერვისია და თქვენი არჩევანია. თუ საკუთარი ბროკერი გყავთ, ჩვენ ტვირთს უბრალოდ გადმოგცემთ.
რა ღირს საბაჟო მომსახურება? +
ღირებულება ტვირთის ტიპსა და მოცულობაზეა დამოკიდებული. ის ცალკე ინვოისად გამოიწერება ლარში, ტრანსპორტირების ინვოისისგან დამოუკიდებლად.
ვინ იხდის საბაჟო გადასახადს? +
საბაჟო გადასახადს და დღგ-ს იხდის ტვირთის მიმღები. ჩვენი მომსახურების საფასური ცალკე ითვლება და გადასახადს არ მოიცავს.
სხვა სერვისები